ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ზაზა მელიქიძემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

13 ნოემბერი, 2019

 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, მერის მოადგილემ ალექსი ზედგინიძემ ინფრასტრუქტურის და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ახალციხეში   რუსთაველი-კეცხოველის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ზაზა მელიქიძემ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად   პროექტის დეტალები  და ობიექტზე  ამ დროისათვის არსებული მდგომარეობა განიხილა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველისა და კეცხოველის ქუჩებზე ასფალტის საფარი უკვე დაიგო. ამ ეტაპზე კი საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და კედლების მოპირკეთება მიმდინარეობს. ასევე, აქტიურად  გრძელდება  რუსთაველის ქუჩაზე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებიც.

გააზიარე