ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

22 მარტი, 2022

დღეს, ქალაქ ახალციხეში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის “ ექიმებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს.

აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებმა ექიმი-ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციით ისარგებლეს.

აქციის მიზანი იყო კატარაქტით დაავადებული პაციენტების გამოვლენა და შემდგომ საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში, მათი ქირურგიული მკურნალობა უახლესი ფაკოემულსიფიკაციის (უნაკერო) მეთოდით.

ექიმი-ოფთალმოლოგების უფასო კონსულტაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით პერიოდულად ეწყობა.

+2

გააზიარე