ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სტუმრობა ურაველში მცხოვრებ ახალგაზრდა ოჯახში

14 სექტემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი ნუგზარ კაპანაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები სოფელ ურაველში მცხოვრებ შავლეგ აბესაძისა და ირინა მელიქიძის ოჯახს ესტუმრნენ.

ახალგაზრდა წყვილს სამი ტყუპი, ორი გოგონა და ერთი ვაჟი ჰყავთ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მათ ტყუპების შეძენა მიულოცეს, საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადასცეს, მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამები გააცნეს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას დაჰპირდნენ.

ლილე, ევა და ალექსანდრე 13 აპრილს დაიბადნენ, პატარები ოჯახის პირველი შვილები არიან.

 

გააზიარე