ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სტუმრად ექიმ ნუნუ აბდუშელიშვილთან

7 აპრილი, 2023

ჯანმრთელობის დაცვის დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ახალციხელ ექიმს, საქართველოს დამსახურებულ მედიკოსს და ღირსების ორდენის კავალერს ქალბატონ ნუნუ აბდუშელიშვილს ესტუმრნენ და მედიცინის სფეროში ხანგრძლივი მოღვაწეობისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის მადლობის სიგელი გადასცეს.

ნუნუ აბდუშელიშვილი, 1966 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა თავის მშობლიურ მხარეს. მან ჯერ ქალაქ ვალის, ხოლო შემდეგ ახალციხის პოლიკლინიკაში ექიმ თერაპევტად დაიწყო მუშაობა. სხვადასხვა დროს პარალელურად მუშაობდა ექიმ-რენდგენოლოგად, ექიმ-ფტიზიატრად, ახალციხის სკოლა-ინტერნატის ექიმად. აგრეთვე წლების განმავლობაში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ახალციხის სამედიცინო ტექნიკუმში. 1980 წლიდან 2018 წლამდე იყო ქალაქ ახალციხის საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე და ექიმი ინფექციონისტი.

ყველასათვის საყვარელი „ნუნუ ექიმი“ თითქმის 60 წელი იდგა მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე, იგი ნაყოფიერი და უანგარო სამედიცინო მოღვაწეობისათვის დაჯილდოვებულია სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოებით.

 

გააზიარე