ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ წყრუთში თანამედროვე სტანდარტებზე საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

20 აგვისტო, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში თანამედროვე სტანდარტებზე  საბავშო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში აშენდა ორ სართულიანი შენობა, სადაც ეწყობა საბავშვო ჯგუფების ოჯახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო და სველი წერტილები.

ასევე, კეთილმოეწყობა ეზო ბავშვების გასართობი მოედნით, გამწვანებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. სამშენებლო სამუშაოები  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  877 157 ლარით ფინანსდება.

აღსანიშნავია, რომ სოფელ წყრუთში წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი. პროექტის დასრულების შემდეგ კი კეთილმოწყობილ გარემოში 90-მდე აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

გააზიარე