ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა

7 ნოემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

საბჭოს წევრები სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური გაცემის წესის ფარგლებში მოქმედ პროგრამებს გაეცნენ, არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს განიხილავს.

საბჭოს შემადგენლობაში არიან მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები.

+8

გააზიარე