ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები ხეოთში, ურაველსა და მუსხში

25 მარტი, 2022

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა ურავლის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში.

შეხვედრებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ნოდარ ტალახაძე, საკრებულოს დეპუტატი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ხეოთში, ურაველსა და მუსხში დასახლების საერთო კრებასა და საკონსულტაციო შეხვედრებზე, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესარჩევად, მოსახლეობასთან შეხვედრები 25 მარტის ჩათვლით, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

 

+10

გააზიარე