ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სახელმწიფო ენის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა

9 დეკემბერი, 2022

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან მარინა ბერიძესთან და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფო ენის სტრატეგიაზე, მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს, ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტის მერიაში საქმისწარმოების კუთხით არსებული მდგომარეობა. როგორც, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა ამ მიმართულებით ახალციხის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული გამოწვევები არ არის და არსებული ადმინისტრაციული რესურსით ხდება არაქართულენოვანი მოსახლეობისათვის შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა.

+2

 

 

გააზიარე