ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა გრძელდება

25 ოქტომბერი, 2019

  ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აგრძელებს გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობას.

 ტრენაჟორები ეწყობა:

  •  ქალაქ ახალციხეში, კოსტავას ქ. №165-179 კორპუსებს შორის არსებულ სკვერში
  • ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, ცხრა სართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე
  • ქალაქ ახალციხეში, მიქუტიშვილის ქუჩაზე
  •  სოფელ აწყურში
  •  ქალაქ ვალეში


სავარჯიშო ტრენაჟორებით უკვე სარგებლობენ:

  •  9 აპრილზე სკვერში
  •  ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარედ
  •  თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში
  •  აპინძის ქუჩაზე არსებულ სკვერში
  •  საბარგო სადგურზე
  •  ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე


 უახლოს ხანში ქალაქ ახალციხეში, წიქვაძის ქუჩაზეც მოეწყობა გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორი. ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

 

 

გააზიარე