ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასურსათო პაკეტების დარიგება

31 ოქტომბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ფარგლებში, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება მიმდინარეობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქ ახალციხეში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები ბენეფიციართა ოჯახები პირადად მოინახულეს და სასურსათო დახმარება გადასცეს.

პროგრამით გათვალისწინებულ პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს 152 ოჯახი მიიღებს.

აღნიშნული დახმარება ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, შეჭირვებული ოჯახებისათვის ყოველკვარტლურად, ხოლო დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებისათვის წელიწადში ორჯერ, საახალწლოდ და სააღდგომოდ გაიცემა.

+4

გააზიარე