ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასურსათო ამანათების დარიგება

8 დეკემბერი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო ამანათების დარიგება მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს სასურსათო პაკეტები ურიგდებათ.

ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების ოჯახებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა გადასცეს კუთვნილი სასურსათო დახმარება, რომელიც პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებისგან (ფქვილი, ზეთი, შაქარი, მაკარონი, ბრინჯი და გრეჩიხა ) შედგება.

აღნიშნულ დახმარებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, 150 შეჭირვებული ოჯახი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული 94 ოჯახი სარგებლობს.

+5

 

გააზიარე