სამხატვრო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
ქალაქ ახალციხეში სამხატვრო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
პროექტის განხორციელების შედეგად, სამხატვრო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში გაგრძელებენ სწავლას.
სამუშაოების ფარგლებში, საკლასო-სამუშაო ოთახებთან ერთად, სახელოსნო და საგამოფენო დარბაზი მოეწყო.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.