სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია
ქალაქ ახალციხეში სამხატვრო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ სამხატვრო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში გაგრძელებენ სწავლას.
პროექტის ფარგლებში, საკლასო-სამუშაო ოთახებთან ერთად, სახელოსნო და საგამოფენო დარბაზი ეწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.