ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საკონსულტაციო შეხვედრები სხვილისში, ზემოს სხვილისში და ივლიტაში

17 თებერვალი, 2020

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო სხვილისში, სხვილისში და ივლიტაში.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტეტები გააცნეს ადგილობრივებს, იმსჯელეს დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე.

დასახლების საერთო კრებებზე, ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტები: ივლიტა - გარე განათებისა და სარწყავი სისტემის მოწყობა, ზემო სხვილისი - გარე განათების მოწყობა, სხვილისი - ხიდის რეაბილიტაცია.

გააზიარე