ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა

22 ნოემბერი, 2022

„საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრა გაიმართა თემაზე - „საქართველოს ევროპული პერსპექტივა- შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“.

შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურა ხამაშურიძე და ნატოსა და

ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თეონა ზურაბაშვილი უძღვებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრას, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მოადგილე საბა კბილაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცენტრის მიზანია ქვეყნისე ვროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდა, გაცნობიერებული მხარდაჭერის შენარჩუნება და განმტკიცება.

+8

 

გააზიარე