ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია

10 ივნისი, 2019

აქტიურ ფაზაშია ქალაქ ახალციხეში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია.

სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველისა (№99, №99ა, №101,№103, №107) და ასპინძის ქუჩებზე (№36) მდებარე მრავალსართულიან კორპუსებზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება საცხოვრებელი სახლების ფასადების მოპირკეთება და შეღებვა, სადარბაზოებისა და აივნების კეთილმოწყობა, სადარბაზოებში იცვლება ფანჯრები და კორპუსების მაცხოვრებლები რკინის ახალი კოდირებული კარით ისარგებლებენ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე