ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საჭადრაკო ფესტივალი -„ახალციხე 2022“

28 ოქტომბერი, 2022

საჭადრაკო ფესტივალი -„ახალციხე 2022“

ქალაქ ვალის კულტურის სახლი საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს.

დღეს, საჭადრაკო ფესტივალი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გახსნა და სიმბოლურად შეჯიბრის მონაწილესთან ერთად პირველი სვლაც გააკეთა.

ტურნირი 8, 10, 12 და 16 წლამდე გოგონათა და ჭაბუკთა შორის ტარდება, მასში თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში, საქართველოს მასშტაბით, რეგიონალური ფედერაციების მიერ შერჩეული მოჭადრაკეები მონაწილეობენ.

სპორტულ ღონისძიებებთან ერთად, ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ჩართულობით, კულტურის სახლში სხვადასხვა სახის გასართობი და კულტურული აქტივობები, ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების, ხალხური რეწვის ნიმუშების და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.

ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კულტურის სახლის დარბაზში კონცერტი გაიმართა. კონცერტის დაწყებამდე ადგილობრივებს მიესალმნენ და საჭადრაკო ფესტივალის გახსნა მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ და სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენელმა ვახტანგ ზაქროშვილმა.

ტურნირი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად ჩატარდება.

➡ I ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი საჩუქრები გადაეცემათ;

➡ II-III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მედლები, დიპლომები და ფულადი საჩუქრები გადაეცემათ;

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, სამცხე-ჯავახეთის ჭადრაკის ფედერაცია, შპს ვალე XXI და ქ. ვალის ჭადრაკის სკოლა.

#ჭადრაკისფესტივალი

#ახალციხე2022

+20

 

გააზიარე