ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი დასრულდა

16 სექტემბერი, 2023

მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი დასრულდა.

შეჯიბრის გამარჯვებული „9 აპრილის“ გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ჯარის გუნდი „შავნაბადა“ გავიდა, მესამე ადგილი კი „ვეტერანების“ გუნდმა დაიკავა.

თამაშები ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ახლად რეაბილიტირებულ მინი მოედანზე იმართებოდა. ტურნირში მოყვარულთა 14 გუნდი მონაწილეობდა.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით დაჯილდოვდნენ.

ასევე, გამოვლინდა საუკეთესო მეკარე -ილია სამსონიძე , საუკეთესო მოთამაშე - დავით ლაზარაშვილი და საუკეთესო ბომბარდირი აკაკი ქიმერიძე. მათ მერიისგან სიგელებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობითა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

+6

 

გააზიარე