ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფეხბურთში 7X7 -ზე ჩემპიონატის გამარჯვებული წნისის გუნდი გახდა

16 ოქტომბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის მინი სტადიონზე, ფეხბურთში მასტერ ლიგის 7X7 -ზე ჩემპიონატის ნახევარფინალური და ფინალური შეხვედრები გაიმართა.

შეჯიბრში მოყვარულთა 10 გუნდი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე წნისის გუნდი გავიდა, მეორეზე 9 აპრილის გუნდი, ხოლო მესამე ადგილი აგარის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა გაჩეჩილაძემ და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა თასებით, სიგელებით, მედლებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.

ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და (ა)იპ 7X7-ზე ფეხბურთის ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

+5

გააზიარე