ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ფერსისა და გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

5 May, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

ამ ეტაპზე, ასფალტის საფარი იგება სოფლების ფერსისა და გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზის 1.3 კილომეტრიან მონაკვეთზე. პროექტით, ასევე გათვალისწინებულია, გვერდულების, გადაკვეთაზე ლითონის მილების, ბეტონის კედლებისა და სანიაღვრე არხის მოწყობა.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ადგილზე გაეცნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი და მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 388 600 ლარით ფინანსდება.

+2

 

გააზიარე