ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მხიარული სტარტები

5 დეკემბერი, 2022

დღეს, ქალაქ ახალციხის სასპორტო სკოლაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით, „მხიარული სტარტები" გაიმართა.

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის „კავშირი თანადგომა შვილებს“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.

„მხიარულ სტარტებში“ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები მონაწილეობდნენ. მათ განწყობაზე კი ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.

სპორტული აქტივობის მიზანი შშმ პირების მხარდაჭერა და მათი საზოგადოებაში ადაპტაციის ხელშეწყობაა. ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ტრადიციული ხასიათი აქვს, იგი ყოველწლიურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღესთან დაკავშირებით იმართება.

+11

 

გააზიარე