ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა განახლდა

15 სექტემბერი, 2023

დღეს, 15 სექტემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სწავლა განახლდა. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მოადგილეები დავით ტაბატაძე, საბა კბილაშვილი და ჰამბარცუმ ბაბოიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე და მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ სხვადასხვა სკოლებს ესტუმრნენ და წარმატებული სასწავლო წელი უსურვეს პედაგოგებს და მოსწავლეებს.

განსაკუთრებული საზეიმო განწყობა იყო სოფელ ჭვინთაში ახლადრეაბილიტირებულ საჯარო სკოლაში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს საკლასო ოთახები და პირველკლასელებს საჩუქრები გადასცეს.

„მინდა საინტერესო და ნაყოფიერი სასწავლო წელი ვუსურვო თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა თუ მშობელს. განსაკუთრებით ვულოცავ ამ მნიშვნელოვან მოვლენას პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს საგანმანათლებლო სექტორის მხარდაჭერა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტებისა თუ სხვა სახის პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს, ჩვენ მზად ვართ მომავალშიც გავაგრძელოთ ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა“ - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 38 საჯარო და 1 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით 564-მა პირველკლასელმა დღეს მერიისგან საჩუქრად სასკოლო-საკანცელარიო ნაკრები მიიღო.

+17

 

გააზიარე