მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს
მინი ფეხბურთში როინ სუდაძის სახელობის ტურნირი მიმდინარეობს. თამაშები ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ მინი სტადიონზე იმართება.
ტურნირში მოყვარულთა 18 გუნდი მონაწილეობს. ამ ეტაპზე ათი თამაში შედგა, სადაც ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდნენ:
აგარა- წყრუთი , ანგარიში 4:0
ანი - ხეოთი , ანგარიში 2:5
მე-13 ბატალიონი - აწყური, ანგარიში 7:1
ურაველი- მუსხი, ანგარიში 1:11
ჭვინთა - ვეტერანები, ანგარიში 4:5
აგარა -ხეოთი, ანგარიში 3:5
გოლიათა (დანიელაშვილის ქუჩა) - ღიმილის ბიჭები (რუსთაველის ქუჩა), ანგარიში 5:4
ახალციხე „სერვის ჯგუფი“ - ვალე , ანგარიში 2:9
ასპინძის ქუჩა - 9 აპრილის ქუჩა, ანგარიში 0:13
გიორგიწმინდა - კლინიკა „ევექსი“, ანგარიში 4:6
დღეს, 17:00 საათზე, 9 აპრილის ქუჩის მინი სტადიონზე მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართება.
ტურნირი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით და სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით იმართება.