ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მეორე შახტის დასახლებაში ბეტონის საფარის დაგება დასრულდა

10 აგვისტო, 2020

ვალეში, მეორე შახტის დასახლებაში საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის დაგება დასრულდა, მიმდინარეობს  გვერდულების მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში   ბეტონის საფარი  გზის 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე დაიგო.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 298 265 ლარით  დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ მეორე შახტის დასახლებაში აქამდე ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა და მოსახლეობას უამინდობის დროს გადაადგილება უჭირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი გზით სარგებლობენ.

გააზიარე