ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მაჭარაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია

20 სექტემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში, მაჭარაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზის 1281-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება. ასევე, ეწყობა რკინა-ბეტონის ღარი, საკანალიზაციო ჭები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველ მოადგილე ილია ზარდიაშვილთან ერთად გაეცნო.

მერის თქმით, მოსახლეობას წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდა სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

ვალეში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

+4

 

გააზიარე