ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კოსტავას ქუჩაზე ხეების გადაბელვის სამუშაოები

22 ნოემბერი, 2022

ქალაქ ახალციხეში მრავალწლიანი ხე-მცენარეების გადაბელვის პროცესი მიმდინარეობს. კოსტავას ქუჩაზე, სამუშაოებს ა(ა)იპ „ახალციხის სერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

სამუშაოებს ადგილზე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, სერვის ჯგუფის დირექტორთან ანზორ საგინაძესთან ერთად გაეცნო.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხეების გადაბელვის სამუშაოები სეზონის განმავლობაში გაგრძელდება.

+3

 

გააზიარე