კონცერტი - „ნაბადი-არტის“ „ირმისას“ და „სამანის“ მონაწილეობით
ტრადიციულად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ნინოობა, ახალციხის ციხეზე აღნიშნეს, ქორეოგაფიულმა ანსამბლმა „ნაბადი-არტმა“ და ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ირმისამ“ და „სამანმა“.
აღნიშნული შემოქმედებითი კოლექტივები უკვე რამდენიმე წელია მეგობრობენ და ტრადიციად აქციეს, ყოველწლიურად, 1 ივნისს, ახალციხის ციხეზე შეკრება და ერთობლივი კონცერტის ჩატარება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ ახალციხის ციხე.