ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ქალაქის ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობა აქტიურად გრძელდება

5 მარტი, 2020

 აქტიურად გრძელდება ქალაქ ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში ახალი ფილებით მოპირკეთდება საფეხმავლო ბილიკები, რომელიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ასევე მოეწყობა გამწვანების ზოლი და სარწყავი სისტემა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

გააზიარე