ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ქალაქ ახალციხეს კამერული ორკესტრი ეწვია

31 ოქტომბერი, 2023

 

ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლაში, კამერული ორკესტრისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა, რომელსაც რევაზ ჯავახიშვილი დირიჟორობდა.

მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ორკესტრისა და პატარა პიანისტების ერთობლივად შესრულებულმა ნაცნობმა მელოდიებმა და მუსიკალურმა ნომრებმა. ღონისძიებაზე იმედი გამოთქვეს, რომ ორკესტრი მომავალშიც ესტუმრება ახალციხეს.

კონცერტს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამუსიკო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

+19

გააზიარე