ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?

21 აპრილი, 2023

ახალციხის ციხის ციტადელზე, დედამიწის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა ინტელექტუალური თამაში - რა? სად? როდის?

გარემოსდაცვით საკითხებზე შედგენილ კითხვებში გამარჯვებისათვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ.

მონაწილე ოთხი გუნდიდან ჟიურიმ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გამოავლინა და გამარჯვებულ მოსწავლეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან მიშველიძე, ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორი ზაზა თამარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ბუცხრიკიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები, ახალგაზრდული საბჭოს წევრები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

ინტელექტუალური თამაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ცოდნის წახალისებაა

+19

 

გააზიარე