ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულება

17 მარტი, 2023

სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.

მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. სოფელ მუგარეთში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზაზე ასფალტის საფარი დაიგება, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხი, გვერდულები, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები, ლითონის ცხაურები და რკინა-ბეტონის კედელი.

აგრეთვე, დაიწყო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც ასფალტის საფარი დაიგება 1294 მეტრიან მონაკვეთზე, მოწყობა სანიაღვრე არხი და საყრდენი კედლი.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

+6

 

გააზიარე