ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე ტრენინგი გაიმართა

30 აგვისტო, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, პროექტის „პროგრამულ ბიუჯეტში გენდერული ასპექტების გათვალისწინების თაობაზე“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

ტრენინგს მოწვეული ექსპერტი, CIPA-ს ლექტორი, ექსპერტი ადგილობრივი ბიუჯეტირებისა და გენდერული ბიუჯეტირების საკითხში ნინო ლოლაძე უძღვებოდა.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, მერიის, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში, გენდერული ასპექტების გათვალისწინება. იგი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება.

+6

 

გააზიარე