ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტი საბავშვო ბაღებში
მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ ახალციხის N1, N3, N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღების შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტს ახორციელებს. სარეაბილიტაციო შენობები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში შეირჩა.
დაგეგმილია საბავშვო ბაგა-ბაღების შენობების კედლების, ჭერისა და სარდაფების დათბუნება, გარე ფასადების მოპირკეთება და სარინელების მოწყობა. ამასთანავე, გათბობის სისტემებზე ავტომატური კონტროლის სისტემა დამონტაჟდება და მოეწყობა სავენტილაციო დანადგარები, რომლებიც საათში ორჯერ ჰაერის ცვლას უზრუნველყოფენ.
პროექტის მიზანია ალტერნატიული ენერგიის გამოყენებით, ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირება, ასევე დასაქმებული პერსონალისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა პირობების გაუმჯობესება.