ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ელიაწმინდაში სპორტული მოედანი ეწყობა

6 სექტემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს.

სოფელ ელიაწმინდაში მცხოვრებ ახალგაზრდებს სულ მალე ახალი სპორტული მოედანი ექნებათ. პროექტის ფარგლებში ეწყობა მინი სტადიონი მწვანე საფარით, ფეხბურთის კარებით, კალათბურთის ფარებითა და განათებით.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

 

გააზიარე