ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება

20 დეკემბერი, 2022

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ახალციხეში, ყოფილი სასაზღვრო ქალაქის ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა, ორ სართულიანი და სამ სართულიანი შენობები მოეწყო ახალგაზრდული ცენტრისთვის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტულ კომპლექსს, გაიხსნა ახალი საბავშვო ბაღი, მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ამ დროისთვის, მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია.

ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა, სადაც 2,5 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

+7

 

გააზიარე