ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ხელოვნური ტბა

22 ივნისი, 2020

ახალციხის ხელოვნური ტბა - ადგილობრივებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია.

სეირნობის, ვარჯიშისა და დასვენების გარდა, დღეიდან, აქ დროის სასიამოვნოდ გატარება ნავებითა და წყლის ველოსიპედებითაც არის შესაძლებელი.

ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო გამწვანების ზოლი და დაიდგა ახალი დასასვენებელი სკამები. ასევე, შესაძლებელია ღია გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორებითა და ველოსიპედებით სარგებლობა.

არსებულ მდგომარეობას დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგებისა და წყალანირების“ დირექტორი ჯემალ გიორგაძე ადგილზე გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს, მათ შორის აღდგება შადრევანი, მოეწყობა საბავშვო გასართობი მოედნები და ახალგაზრდობის თავშეყრის ადგილები.

გააზიარე