ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები მიმდინარეობს

3 თებერვალი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართულ საერთო კრებებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ გურკელის, წინუბნის, აგარის, საყუნეთისა და ზიკილიის მაცხოვრებლებთან ერთად სოფლებში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს თუ რას მოხმარდება დასახლებებისთვის გამოყოფილი თანხა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

#2023წელი

#ინფრასტრუქტურა

+8

 

გააზიარე