ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა

13 სექტემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა.

ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება ქალაქ ახალციხის №1 და სოფელ წყრუთის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა მიულოცეს.

საბავშვო ბაღებში პატარებს სხვადასხვა სახალისო აქტივობებითა და ზღაპრის გმირების კოსტიუმირებული წარმოდგენით დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ინიციატივით, ყველა საბავშვო ბაღს ელექტრო-ტექნიკა, ჭურჭელი, სათამაშოები და წიგნები გადაეცა. პერსონალისთვის შეძენილი იქნა სპეციალური უნიფორმები. სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად შემუშავდა ახალი დღის განრიგი და გაიწერა 10-დღიანი პერსპექტიული მენიუ შემოდგომა-ზამთრისთვის.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით 26 საბავშვო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 1825 აღსაზრდელი ირიცხება.

#საბავშვობაღები

#ახალციხე

+6

 

გააზიარე