ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის ღია პირველობა მძლეოსნობაში

3 ოქტომბერი, 2023

ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, მძლეოსნობაში „ახალციხის ღია პირველობაზე“ ჩემპიონატი ჩატარდა.

ტურნირში ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა. ერთმანეთს ახალციხის, თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, ხობის, ფოთის, ბათუმისა და მარტვილის გუნდები შეეჯიბრნენ.

ახალციხელმა მძლეოსნებმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და 9 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

I ადგილი დაიკავეს: მინდია ენდელაძემ, აკოფ შუშანიანმა, ასია აივაზიანმა, ოთარი გვირჯიშვილმა, დავიდ ქოსიანმა, სოფი ყურმაშვილმა, ასია ჩარუხჩიანმა და გევორქ სარქისიანმა.

II ადგილისა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ: ანი კიურკჩიანი, ნიკოლოზ კაპანაძე, ალექსანდრე კიურკჩიანი და გევორქ მეითარჯიანი.

III ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები აიღეს: ლევონ კომციანმა, ბარბარე ბარძიმაძემ და სამველ ქოსიანმა.

საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს, სერტიფიკატები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

ტურნირი ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების“ ორგანიზებით მოეწყო.

+2 

გააზიარე