ახალციხეში გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორები მოეწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
სწორედ ამ მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ქალაქ ახალციხეში 4 მისამართზე გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მონტაჟი ხორციელდება.
სავარჯიშო ტრენაჟორებით სარგებლობა უკვე შესაძლებელია 9 აპრილის ქუჩაზე არსებულ სკვერში და ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, უახლოეს ხანში დამონტაჟდება თამარაშვილის ქუჩა #4-ის მიმდებარედ და ასპინძის ქუჩაზე არსებულ სპორტულ მოედანთან.
მუნიციპალიტეტი ამ კუთხით მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.