ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხემ, OGP-ის ლოკალური პროგრამის ახალი წევრის ამპლუაში, წარმატებით დაასრულა სამოქმედო გეგმის და ნაკისრი ვალდებულებების წარდგენის პროცესი

6 აგვისტო, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, OGP-ის ლოკალური პროგრამის ახალი წევრის ამპლუაში, წარმატებით დაასრულა სამოქმედო გეგმის და ნაკისრი ვალდებულებების წარდგენის პროცესი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია OGP-ის ლოკალური პროგრამის ახალ წევრად კონკურსის საფუძველზე შეირჩა. კონკურსი 2020 წლის 26 მაისს გამოცხადდა და ორი ეტაპისგან შედგებოდა. მიღებული 112 განაცხადიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შესარჩევმა კომისიამ 56 წევრი აირჩია, რომლებიც 32 ქვეყნის 64 ადგილობრივ თვითმმართველობას აერთიანებს, რაც OGP-ის ისტორიაში თვითმმართველობების ჩართულობის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა და ემთხვევა კრიტიკულ მომენტს, როცა ქალაქები და ადგილობრივი თვითმმართველობები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.

შერჩეულ მუნიციპალიტეტები გამორჩეულები არიან ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივებით და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობით.

 შეგახსენებთ, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. OGP ამჟამად მსოფლიოს ასამდე ქვეყნის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს. 

გააზიარე