ახალციხელი მოსწავლეების წარმატება
ახალციხის სამუსიკო სკოლის მე-3 კლასის (ვოკალი) მოსწავლემ ნიკოლოზ ბერიძემ ქალაქ თბილისში, კონსერვატორიაში, საქართველოს პროფკავშირული კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის ორგანიზებით გამართულ ბავშვთა და მოზარდთა კლასიკური მუსიკის XII რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსში „იპოვე შენი ვარსკვლავი“ მიიღო მონაწილეობა. მას საშემსრულებლო ოსტატობისათვის კონკურსის უმაღლესი ჯილდო გრან-პრი და მონაწილეობისათვის დიპლომი გადაეცა. მის პედაგოგს ბაია გრიგოლიას, კი წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება მიენიჭა.
მოწონება დაიმსახურეს ასევე, ახალციხელმა მოსწავლეებმა კონსერვატორიაში გამართულ, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კონკურსის II ტურზე, სადაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლებიდან სამი საგუნდო კოლექტივი იყო წარდგენილი.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია გამარჯვებას ულოცავს ნიჭიერ მოსწავლეებს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც.