ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა

23 დეკემბერი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-14 სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებთან ერთად 2023 წლის ბიუჯეტი განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტი ოცდაათი მილიონი ლარით განისაზღვრა და მთავარ პრიორიტეტებად კვლავ ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოციალური, კულტურის, განათლების, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებები რჩება.

საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

+9

 

გააზიარე