ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა

26 აპრილი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

საბჭოს წევრები სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის სოციალური გაცემის წესის ფარგლებში მოქმედ პროგრამებს გაეცნენ, არსებულ საჭიროებებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს ახალციხის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.

საბჭოს შემადგენლობაში არიან მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციის, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები.

+5

 

გააზიარე