ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ მუგარეთში შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15 მარტი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში აქტიურად მიმდინარეობს შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში გზაზე ასფალტის საფარი დაიგება, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხი, გვერდულები, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები, ლითონის ცხაურები და რკინა-ბეტონის კედელი.

სოფელ მუგარეთის მოსახლეობას წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდა სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

+3

 

გააზიარე