კალათბურთში ტურნირი ჩატარდა
„სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ ფარგლებში, რეგიონის პირველობისათვის გოგონებსა და ვაჟებს შორის კალათბურთში ტურნირი ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობას სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გუნდები იღებდნენ.
საინტერესო და დაძაბული თამაშების შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ვაჟებში პირველი ადგილი ახალციხის №5 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ხოლო გოგონებში გამარჯვება ბორჯომის №1 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.
გამარჯვებული გუნდები ზონალურ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან, გამარჯვებულებს მედლები და თასები გადაეცათ.