ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში მრავალშვილიან დედებს დედის დღე მიულოცეს

3 მარტი, 2023

დღეს, 3 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდა მრავალშვილიან დედებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დედის დღე მიულოცეს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ იმ მრავალშვილიან დედებს, რომლებსაც 5 და მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, საჩუქრად ყვავილები და ელექტროტექნიკა გადაეცათ.

მრავალშვილიანი დედები ოჯახებში პირადად მოინახულეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მოადგილემ ჰამბარცუმ ბაბოიანმა, მერიის სამსახურების თანამშრომლებმა და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის და ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამსახურების ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს და გაზაფხულის დღესასწაულებს!

+14

 

გააზიარე