ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრენინგი ახალგაზრდებისთვის

13 დეკემბერი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო ტრენინგი - „აივ ინფექციის პრევენციის გზების გაზიარება მოზარდებისთვის“ ჩატარდა.

შეხვედრა პროგრამის - „COVID-19 პანდემიის პრევენცია მოზარდებში ჰიგიენის ხელშეწყობის გზით და აივ ინფექციის პრევენცია მოზარდებში“ ფარგელებში გაიმართა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC), გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ახორციელებს.

აღნიშნული პროგრამის მიზანია უსაფრთხო ჰიგიენის პრაქტიკების სწავლება და ინფორმირებულობის ამაღლება 12-17 წლამდე მოზარდებში.

პროგრამა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას.

+6

 

გააზიარე