მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება
ახალციხის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურების მოსავლის აღება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტში დაახლოებით 900 ჰექტრამდე თავთავიანი მარცვლეული კულტურებია დათესილი, რაც გასულ წელთან შედარებით 10-12% პროცენტით მეტია.
დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსავლის აღებაზე 11 კომბაინი მუშაობს, მათ შორის 5 კომბაინი ეკუთვნის სოფლის მეურნეობის „ ლიჯისტიკისა და სერვისების“ კომპანიას, დანარჩენი კი კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
სოფლებში მოსავლის აღების პროცესს კოორდინაციას შესაბამის სამსახურებთან ერთად ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები და მერიის სოფლის მეურნეობის საკითხებში სპეციალისტები უწევენ.