საინფორმაციო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) პროგრამის „ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საქართველოში” ფარგლებში.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და პროექტის კოორდინატორმა მარიკა ქურდაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, აღნიშნული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია და პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს.
შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ.
პროგრამა მიზნად ისახავს შემდეგი ორი წლის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტში, გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.
პროექტს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან UN Women Georgia თანამშრომლობით და ევროკავშირის European Union in Georgia ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.